ამბები




"არ ვჩანვართ ქალაქის ცენტრისკენ და არც გვაქცევენ ყურადღებას"-წერეთელზე დახმარებას ითხოვენ


"არ ვჩანვართ ქალაქის ცენტრისკენ და არც გვაქცევენ ყურადღებას"-წერეთელზე დახმარებას ითხოვენ

აკაკი წერეთლის #273-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ. ადგილობრივების განმარტებით დასახლებამდე მიმსასვლელი გზა, რომელიც ლიტაფონის ქარხნიდან ჩადიოდა გააუქმეს, ხოლო შემოვლითი გზა ამორტიზებულია. ამას გზის ნაპირებზე დღითი დღე სამშენებლო ნარჩენების მზარდი რაოდენობა და ღია არხი ემატება, სადაც კანალიზაცია მიედინება. ღია არხი წერეთლის დასახლებაში არა მარტო 273-ის მიმდებარე ტერიტორიაზე ქმნის პრობლემებს. კანალიზაცია ღიად მიედინება დასახლებაში, კერძო სახლების უკანო ეზოებში და ანტისანიტარიის კერას ქმნის. არხი ადრე რიონჰესის საკუთრებას წარმოადგენდა და აქ ჰესიდან გამომავალი ზედმეტი წყალი გადიოდა. წლების შემდეგ მან ეს ფუნქცია დაკარგა და ახლა წყლის ნაცვლად ფეკალური მასები ღია რეჟიმში მიედინება. საბოლოოდ დაბირძურებული მასა მდინარე რიონში ჩაედინება, რაც თავისთავად ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნის.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com