ამბები




როგორ დავიცვათ თავი მწველი მზისგან



ზაფხულის დადგომასთან ერთად მზის სხივები ძლიერდება და მაღალი ტემპერატურა ადამიანებისათვის შემაწუხებელი ხდება. რა შეიძლება გამოიწვიოს მაღალმა ტემპერატურამ, ვინ მიეკუთნება რისკ ჯგუფს, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და პრევენციის რა გზები არსებობს სიცხისგან თავდასაცავად, ამ საკითხებზე მეგა ტვ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს ექიმ ეპიდემიოლოგს ლია შეყილაძეს ესაუბრა.

მისი თქმით მაღალი ტემპერატურის დროს რისკის ჯგუფს ეკუთნიან ბავშვები 0-დან 6 თვემდე, მოხუცები 70-დან 75 წლამდე და ისეთი ქრონიკული დაავადების მატარებელი ადამიანები, როგორებიცაა გულსისხლძარღვთა სისტემისა და სასუნთქი ორგანოების დაავადებები: „ადამიანისთვის ნორმალური ტემპერატურაა 32 გრადუსი, საღამოს კი 24 გრადუსი. 35 გრადუსამდე შესაძლებელია გამაგრილების გამოყენება, უფრო მაღალ ტემპერატურაზე უნდა გამოვიყენოთ კონდენციონერი.“

ლია შეყილაძე განმარტავს რომ, ადამიანებმა ძლიერი სიცხის დროს ქუჩაში გასვლისგან მაქსიმალურად უნდა შეიკავონ თავი: „თუკი ქუჩაში გავდივართ გამოვიყენოთ გრილი ტანსაცმელი და ქუდები, რათა მზის დასხივება თავიდან ავიცილოთ. მზის სხვიები სითბურ დაკვრას იწვევს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავბრუს ხვევა, გულის რევა, საერთო სისუსტე და შეიძლება კოლაფსშიც ჩავარდნა. მაღალი სიცხის პირობებში ადამიანის ორგანიზმი გამოშრება. ძირითადად სითხის აორთქლება ხდება ოფლით, აგრეთვე შარდით და იმისათვის რომ, ჩვენ წყლის მარაგი შევავსოთ დღის მანძილზე მინიმუმ 2 ლიტრი წყალი უნდა მივიღოთ.“ - ამბობს ექიმ-ეპიდემიოლოგი.

ლია შეყილაძის თქმით, სიცხის პერიოდში უნდა მოვერიდოთ ალკოჰოლური, ტკბილი, გაზიანი და კოფეინის შემცველი სასმელების მიღებას, რადგან ცხელ დღეებში გულის მოძრაობისა და სუნთქვის რიტმი ისედაც გახშირებულია. მისივე რჩევით უმჯობესია დავლიოთ წყალი ან ნატურალური ხილის წვენი, შეიძლება სუსტი ჩაის მიღებაც. 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მოწოდებით შესაძლებელია ოთახებში გრილი პირსახოცები დაიკიდოს. მათივე რეკომენდაციით მაღალი ტემპერატურის დროს უნდა დავხუროთ ფანჯრები, შეიძლება ჟალუზების, გამაგრილებლის ან კონდენციონერის გამოყენება. უნდა ვეცადოთ რომ, ადამიანის ორგანიზმი არ გადახურდეს.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com