ამბები




ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში - ლადო კახაძემ გაიმარჯვა


ცესკოს ინფორმაციით, მთაწმინდის ოლქში  - ლადო კახაძემ გაიმარჯვა

წინასწარი მონაცემებით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები ლადო კახაძემ მოიგო. როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ბრიფინგზე განაცხადა, ამომრჩეველთა ხმების 61,83% (10738 ხმა) "ქართული ოცნების" კანდიდატმა ლადო კახაძემ მიიღო, ხოლო 38.17% (6630ხმა) ბლოკ "ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ.
ცესკოს ინფორმაციით, ამ დროისთვის დათვლილია ყველა, 31-ივე საარჩევნო უბანი. მთაწმინდის #1 მაჟორიტარულ ოლქში საკუთარი არჩევანი ჯამში 18 105-მა ამომრჩეველმა დააფიქსირა. სულ კი აღნიშნულ ოლქში რეგისტრირებული იყო 43 909 ამომრჩეველი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com