ამბები




გამოზამთრებული ფაროსანას რიცხობრივი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, დაბალია


გამოზამთრებული ფაროსანას რიცხობრივი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, დაბალია


 აზიური ფაროსანა სამეგრელოში 2015 წელს გამოჩნდა. 2015 წლამდე საქართველო იყო თხილის მსოფლიო ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი და იკავებდა მესამე პოზიციას, თურქეთისა და იტალიის შემდეგ. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მოსახლეობა, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო თხილი იყო, მის გარეშე დარჩა.
 

 „ჩვენ ძალზე ეფექტურად ვიმუშავეთ და შევამცირეთ აზიური ფაროსანის პოპულაცია დასავლეთ საქართველოში, ამ ეტაპისთვის ძალიან კარგი შედეგები გვაქვს. მივაღწიეთ, პრაქტიკულად, მსოფლიოში საუკეთესო შედეგებს და ეს არ არის ხმამაღალი სიტყვები“, - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ - გიორგი ხანიშვილმა.
  ,,არსებული დაკვირვებებით, გამოზამთრებული ფაროსანას რიცხობრივი მაჩვენებელი, შარშანდელთან შედარებით, დაბალია, რაც სურსათის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაციის წევრი15 000 ფერმერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ამ თანამშრომლობამ ცალსახად პოზიტიურად იმოქმედა სიტუაციაზე. თუმცა, ივნის-ივლისის პერიოდში ფაროსანა იწყებს გამრავლებას და შედის თხილის ბაღებში. ზუსტად ახლა არის ბრძოლის გადამწყვეტი ეტაპი და გვმართებს მაქსიმალური მობილიზება. ჯერ საქმის მხოლოდ ნახევარია გაკეთებული. ის, რომ წინა წლებთან შედარებით ნაკლებ ფაროსანას ვხედავთ ბაღებში, არ უნდა გახდეს მოდუნების მიზეზი. აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ კიდევ 3 წამლობა უნდა ჩატარდეს მოსავლის აღებამდე და ეს გადამწყვეტ გავლენას იქონიებს თხილის მოსავლის ხარისხზე. ასევე, დიდი მნიშვნელობა აქვს მოსავლის აღებასა და მის შრობას საჭირო, მოკლე ვადებში. ფაროსანაზე გამარჯვება კი მაშინ შეგვიძლია მიღწეულად ჩავთვალოთ, როცა ვნახავთ რომ ფერმერები მაღალი ხარისხის თხილის მოსავალს აიღებენ."
    დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზარზე თხილის მოთხოვნა შეადგენს 1 მილიონ ტონას (გაუტეხავი თხილი). მსოფლიო ლიდერები თხილის ბაზრზე არიან თურქეთი, იტალია და აზერბაიჯანი.


  აზიურმა ფაროსანამ, 2015 წლიდან დღემდე, სამეგრელოში, გურიასა და აჭარაში განსაკუთრებული ზიანი მიაყენა: თხილს, სიმინდს, სოიოს, თუთას და ბოსტნეულს, თუმცა ეს მწერი მრავალგვარი დაავადების გადამტანია და რაღაც დოზით, ყველა ტიპის მცენარეს ვნებს. ფაროსანა იღვიძებს, ანუ კვებას იწყებს გაზაფხულზე, აპრილის ბოლოდან. „თბილი ამინდების“ განმავლობაში აქტიურია, შემდეგ კი „გამოზამთრებას“ იწყებს - შენობების სახურავებსა და ნაპრალებში იმალება და ეს პროცესი მისთვის არც ისე რთულია, რადგან ყინვა მას ვერ აზიანებს. გამოზამთრების პერიოდამდე, კვების პარალელურად, ის ასწრებს ფოთლების ქვედა მხარეს კვერცხების დადებას. 1 ფაროსანა, დაახლოებით, 200 ცალ ბაღლინჯოს შობს წელიწადში. 2015 წლიდან დღემდე, წელიწადში 200-ჯერ გამრავლებულმა ფაროსანას პოპულაციამ სამეგრელოში კატასტროფულ ნიშნულს მიაღწია. მწერმა 2016-2018 წლის სეზონზე, თხილის მოსავლის მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com