ამბები




დაკარგული ორი გოგონა იპოვეს


დაკარგული ორი გოგონა იპოვეს

  დაკარგული მოსწავლეები ზესტაფონში იპოვეს. ამ ინფორმაციას ბორჯომის ტელევიზია ავრცელებს.
გოგონები თავს კარგად გრძნობენ,მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

  შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ნათქვამია: "შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებების შედეგად 6 ივნისს, ბორჯომიდან გაუჩინარებული არასრულწლოვნები იპოვეს. ისინი იმერეთის რეგიონში, ზესტაფონში იმყოფებოდნენ. 15 წლის არასრულწლოვნების ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.პოლიციამ ორივე არასრულწლოვანი გვიან ღამით მშობლებთან ოჯახებში დააბრუნა.არასრულწლოვანების გაუჩინარების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს".

შეგახსენებთ, პოლიციამ, ბორჯომში, 2 არასრულწლოვანის გაუჩინარების შესახებ ინფორმაცია 6 ივნისს, დღის მეორე ნახევარში მიიღო. სამართალდამცველები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ არასრულწლოვანების სამძებრო ღონისძიებებში. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთს გულისხმობს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com