ამბები




ლოლოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ზარალს ითვლიან. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?


ლოლოს ბაზრობაზე ხანძარი ლოკალიზებულია. ზარალს ითვლიან. ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა?


  ხანძარი ლილოში ე.წ. ჩინური ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ბაზრობაზე გაჩნდა. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ბაზრობის ტერიტორიაზე უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო.
 ლოკალიზებული ხანძრი ხელმეორედ გაღვივდა და მიზეზად სახანძრო მანქანებისათვის წყლის არქონას ასახელებენ. ისინი მომხდარზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებენ.
   ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო დახმარების ჯგუფები. მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.
 "ჩაინა ლილო სითის" დირექტორის მტკიცებით, მასზე ზეწოლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უჩა მამაცაშვილის დავალებით ახორციელებდა. ზვიად ქირია ბაზრობის მფლობელების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც საუბრობს.
  "ჩემზე ზეწოლაა, რაღაც ქონება იყო, წამართვა სუს-მა. სუს-ის ოფიცრებმა, რომლებიც თავსაც კი დამესხნენ, არა მარტო მაღალჩინოსნები პოლიციის, სუს-ის არიან ამ საქმეში გარეული, არამედ არაფორმალური მმართველის უახლოესი გარემოცვის წევრები. " -განაცხადა "ჩაინა ლილო სითის" დირექტორმა ზვიად ქირიამ.
 გაზეთ ,,ქრონიკა+"-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ პირად გვერდზე დაწერა, რომ ზვიად ქირიაზე ზეწოლა მანამდეც იყო და რომ იგი დააშინეს:-,,ზვიად ქირია კურიერის სპეცგამოშვებაში -ეს ის ბიზნესმენია,რომელსაც მარტვილის გამგებელი გრიგალავა წილს ახევდა, და უჩა მამაცაშვილის დაცვის უფროსსაც შეახვედრეს ორი ინტერვიუ გავაკეთე, მერე დაემუქრნენ შვილით და გაქრა,
ახლა ბაზრობა საერთოდ დაუწვეს !"
  ხელისუფლებამ მისკენ გაშვერილი ხელები, რომ აიცილოს, ერთი გადამწვარი ობიექტის ხანძრის მიზეზები მაინც უნდა გამოიძიოს-ამბობენ იქ მისული ადამიანები. 
 "ჩაინა ლილო სითიში" ცეცხლი დაახლოებით 23:00 საათისთვის გაჩნდა. დამწვარია ათას კვადრატულ მეტრამდე ფართი და ათობით მაღაზია. ცეცხლის ჩაქრობას 90-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com