ამბები




საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება


  საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ვიზიტით იმყოფება

  ვაშინგტონში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ენერგეტიკის და კომერციის საკითხთა კომიტეტის საზედამხედველო და საგამოძიებო ქვეკომიტეტის თავმჯდომარეს, კონგრესის წევრ დაიან დიჯეტს შეხვდა. 
შეხვედრის მთავარი თემა საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციები და მისი განხორციელების მექანიზმები იყო.
  ქართველი პარლამენტარები ამერიკელ კოლეგას ესაუბრნენ პარლამენტის ახალი რეგლამენტით გათვალისწინებულ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე, მათ შორის: ინტერპელაციაზე, მთავრობის წევრის და სხვა თანამდებობის პირის პარლამენტში დაბარებასა და მათ საპარლამენტო მოსმენაზე, თემატურ მოკვლევაზე და სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებზე, რომელიც აძლიერებს პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციას. კონგრესის წევრმა, დაიან დიჯეტსმა დელაგაციის წევრებს გააცნო აშშ-ის კონგრესის გამოცდილება საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების კუთხით.
  საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამების - „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) და „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში” (PROLoG) ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში იმყოფება.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილიირაკლი კოვზანაძეაკაკი ზოიძეკახაბერ კუჭავაანრი ოხანაშვილიოთარ დანელიაგიორგი კახიანინინო გოგუაძე, მამუკა მდინარაძეოთარ კახიძეთინათინ ბოკუჩავა, ასევე პარლამენტის აპარატის უფროსი გივი მიქანაძე და აპარატის უფროსის მოადგილე დავით გელაშვილი.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com