ამბები




საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ნახევარი დეკლარირებული მილიონერია


საქართველოს მინისტრთა კაბინეტის ნახევარი დეკლარირებული  მილიონერია

თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 11 მინისტრიდან 6 ოფიციალური მილიონერია. 
ეს მხოლოდ მათი დეკლარირებული ქონება და შემოსავლებია:
მილიონერი მინისტრებია: 
ლევან იზორია (საქ. თავდაცვის მინისტრი) -  ფლობს 1, 456,990 ლარის ქონებას.
გიორგი გახარია  (საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი) - 1,650,084 ლარია.
მაია ცქიტიშვილი - (საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი). მისი ქონების ჯამი 3,807,903 ლარია.
ნათია თურნავა (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი), ოჯახის ქონება  1,100,000 ლარია.
ივანე მაჭავარიანი (ფინანსთა მინისტრი)1, 950, 218 ლარის ქონების მფლობელია.
ქეთევან ციხელაშვილის ოჯახი კი (სახ. მინისტრი შერიგების და თანასწორობის საკითხებში) საშუალოდ 3,005,860 ლარის ქონებას ფლობს. უძრავი ქონების ნაწილი მისი მეუღლის და ოჯახის წევრების სახელზე ირიცხება. 
თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, შედარებით მოკრძალებულია პრემიერ მინსიტრის ქონება: 
მამუკა ბახტაძის სახელზე ნაჩუქარი სახლი, ნაჩუქარი მიწის ნაკვეთი და 28 ათას 330 ლარი და 64 თეთრი ირიცხება.
მთავრობაში, ოფიციალური დეკლარაციის მიხედვით, ასევე, შედარებით ღარიბია საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, რომლის დეკლალირებული ქონების ჯამი 85 ათას 570 ლარია.
შეგახსენებთ რომ ეს მხოლოდ დეკლარირებული ქონებაა, რომელთა შესახებაც ინფორმაცია მინისტრებს თავად აქვთ მითითებული. 
რაც შეეხება მათ რეალურ ქონებასა და შემოსავლებს,როგორც ამბობენ,  ის დეკლარირებულ ქონებაზე ბევრად, ბევრად მეტიскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com