ამბები




2 მაისის გადაწყვეტილება გაუქმებულია- ,, ჩვენ მოვუწოდებთ მას, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს" -ნათია თურნავა


2 მაისის გადაწყვეტილება გაუქმებულია- ,, ჩვენ მოვუწოდებთ მას, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს" -ნათია თურნავა


    ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის დოკუმენტი გაუქმებულია. თანამდებობიდან გადააყენეს მშენებლობისა და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს ხელმძღვანელი, რომელმაც  ნებართვა გასცა, -  ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
  „დოკუმენტი, რომელიც გაიცა, არ წარმოადგენს სამშენებლო ნებართვას – ეს არის ე. წ. მიწათსარგებლობის წინასწარი პირობების დოკუმენტი, რომელიც გაიცა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის ბრძანებით ისე, რომ ეს საკითხი არ ყოფილა შეთანხმებული მთავრობის არც ერთ მოქმედ წევრთან და არც პირადად  ჩემთან. გარდა ამისა, როგორც გაირკვა, იქ არის პროცედურული დარღვევებიც, რითიც არის გაცემული ეს დოკუმენტი. აქედან გამომდინარე, დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაუქმდა ეს დოკუმენტი, ხოლო სააგენტოს ხელმძღვანელი გადაყენებულია დაკავებული თანამდებობიდან“, – განაცხადა თურნავამ.

   მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტს ხელისუფლებიდან გააჩნია უპრეცედენტო მხარდაჭერა . „დაწყებული 300 მილიონლარიანი ინფრასტრუქტურით, დასრულებული  70 მილიონლარიანი მიწის გამოსყიდვით და 100 მილიონი დოლარის დამატებითი დაფინანსებით, ასევე, სრული იურიდიული მხარდაჭერა... გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ კერძო ინვესტორი - ანაკლიის განვითარების კონსორციუმი შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ ვალდებულებებს ასეთი მხარდაჭერის ფონზე. ჩვენ მოვუწოდებთ მას, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზს, კონცენტრირდეს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ანაკლიის უმნიშვნელოვანესი პორტის მშენებლობა  დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
მოგვიანებით ამ საკითხზე კომენტარი ფოთის მუნიციპალიტეტის მერიაშიც გააკეთეს. უწყების განმარტებით, მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემულ დოკუმენტს ხელს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აწერდა, ტექნიკური ხარვეზი იყო.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შეწყვეტის საფრთხის შესახებ ინფორმაცია „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” 29 მაისს გაავრცელა. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com