ამბები




ჭიათურაში მოშიმშილე ჰოსპიტალში გადაიყვანეს


ჭიათურაში მოშიმშილე ჰოსპიტალში გადაიყვანეს

   ჭიათურაში, შიმშილობის მეათე დღეს, „ჯორჯიან მანგანეზის“ ერთ-ერთი მოშიმშილე მუშა  შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით,  პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
„მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოშიმშილე. ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. საშუალო სიმძიმის ითვლება. გამომშრალი, სითხის დეფიციტი  აქვს. ჩაუტარდა გამოკვლევები. დღეს ჩვენ  დავტოვებდით მაგრამ თვითონ რა მისიაც აქვს არ რჩება,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
გაფიცულ მუშებს სოლიდარობას ზესტაფონის ფეროს ქარხნის თანამშრომლები უცხადებენ.
  ჭიათურაში - „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშების ნაწილი კვლავ შიმშილობს.  მუშათა სრული შემადგენლობა მე-12 დღეა გაფიცულია  და სამუშაოზე გასვლაზე უარს ამბობს. ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა მათ ხელფასის ეტაპობრივი, 25%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ თანხმდებიან და ანაზღაურების 50%-ით მომატებას მოითხოვენ. მხარეთა შორის შეთანხმება კვლავაც ვერ ხერხდება.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com