ამბები




ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს


ჭიათურელმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს

ჭიათურაში ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე მეშვიდე დღეა შიმშილობს...მოშიმშილე მაღაროელები, რომლებიც ყოველდღიურად სიცოცხლის რისკის ქვეშ მუშაობენ, უკვე კვირაზე მეტია ყურადღებას ხელისუფლებისგან ითხოვენ თუმცა უშედეგოდ. მაღაროელები კი სამუშაოს იმ შემთხვევაში დაუბრუნდებიან თუ კი ხელფასი 50%-ით გაეზრდებათ. ქუთაისელი პოლიტიკოსები ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და მაღაროელებს სოლიდარობას უცხადებენ. გიგა შუშანია ამბობს, რომ ჭიათურა ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ხოლო პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მისი თქმით ივანიშვილი ინვესტორებს კონტრაქტის მიხედვით მოქმედების საშუალებას არ აძლევს, სადაც მაღაროელების უფლებები დაცული იქნება. მაღაროელების უფლებების დარღვევაზე აკეთებენ აქცენტს ლეიბორისტულ პარტიაშიც ირაკლი კიკვაძის განცხადებით, თუ კი აქციები გაგრძელდება ლეიბორისტული პარტია მაღაროელების გვერდით აუცილებლად დადგება. ევროპული საქართველოს წევრი მერაბ მეშველიანი შრომითი უფლებების მოუწესრიგებლობაზე საუბრობს არა მხოლოდ ჭიათურაში, არამედ მთლიანად საქართველოში. მაღაროელები 16 მაისს გაიფიცნენ, ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. პროტესტის ნიშნად 15-მა მაღაროელმა შიმშილობა დაიწყო, ერთერთმა კი პირი ამოიკეარა.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com