ამბები




"არცერთი ხე არ უნდა მოიჭრას " ქუთაისელები წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის მოჭრასთან დაკავშირებით


"არცერთი ხე არ უნდა მოიჭრას " ქუთაისელები წითელ ნუსხაში შეტანილი 109 ხის მოჭრასთან დაკავშირებით
ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსის მშენებლობისთვის, მშენებლობის ადგილზე 109 წითელ ნუსხაში შეყვანილი ხე მოიჭრება. ამის შესახებ მთავრობის 17 მაისის განკარგულებაშია აღნიშნული. კერძოდ, საუბარია, 60 ძირ „იმერულ მუხასა“ და 49 „ძელქვაზე“. განკარგულების თანახმად, ასოციაცია „ატუ“ ვალდებულია, ტერიტორიაზე მოჭრილი მერქნული რესურსი დაუკოტრავი სახით დაასაწყობოს ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მითითებულ ტერიტორიაზე და გადასცეს მიღება-ჩაბარების აქტით, კანონმდებლობის შესაბამისად. მეგა ტვ დაინტერესდა რას ფიქრობენ აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქუთაისელები. აღსაღნიშნავია ის ფაქტი, რომ გამოკითხული ყველა მოქალაქიდან ამ ფაქტს ერთ ხმად უარყოფითად აფასებენ.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com