ამბები




მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კომუნიკაციების კომისია კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ აცხადებს


 მე-10 და მე-11 კლასელებისთვის კომუნიკაციების კომისია კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“  აცხადებს

  საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია და „მედიააკადემია“  განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობით, მოზარდებში მედიაწიგნიერების - კრიტიკული და ლოგიკური აზროვნების, ანალიზისა და ფაქტების გადამოწმების უნარების განვითარების მიზნით, 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით აცხადებს კონკურსს „ნამდვილი თუ მოგონილი?!“.
კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ ფარგლებში, მოსწავლეებმა უნდა აღმოაჩინონ ქართულ მედიასივრცეში (ინტერნეტი, ტელევიზია, ბეჭდური მედია და სხვა) გავრცელებული ყალბი ინფორმაცია - „Fake News“, რომელიც ეხება საქართველოში მომხდარ ამბავს და ჯერ არ ყოფილა დადასტურებული, როგორც ყალბი ახალი ამბავი, უნდა წარმოაჩინონ აღმოჩენის გზა, შესაბამისი წყარო და პარალელურად, დაადგინონ რეალური ფაქტები, ამბავი. დავალების წარმოსადგენად კი, მოსწავლეებს  შეუძლიათ თავად შეარჩიონ ფორმატი - ვიდეო ან მულტიმედია ნამუშევარი, პრეზენტაცია ან სხვა ალტერნატიულიკრეატიულიფორმა.
„ნამდვილი თუ მოგონილის“ გამარჯვებულებს სპეციალურად კონკურსისთვის შექმნილი ჟიურის წევრები გამოავლენენ და მათ შთამბეჭდავ პრიზებს გადასცემენ.
I ადგილზე გასული მოსწავლე პრიზის სახით MacBook Pro-ს, II ადგილზე - iPhone XS, ხოლო III ადგილზე - iPad Pro + Apple Pencil-ს მიიღებს.
მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები 2019 წლის 16 მაისიდან 14 ივნისის ჩათვლით  უნდა წარმოადგინონ შემდეგ ბმულზე -http://tiny.cc/oggb6y
დავალების შესრულებისთვის დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას ისინი კონკურსის გვერდზე ფეისბუქზე:ნამდვილი თუ მოგონილი  -fb.com/namdvilitumogoniliდა კომისიის ვებ-გვერდზეwww.gncc.geშეძლებენ.
კონკურსში მონაწილეობის მიღება  მე-10 და მე-11 კლასების ყველა მოსწავლეს შეუძლია.
მოზარდებში მედიაწიგნიერების განვითარების მიზნით კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2019 წლის განმავლობაში 5 მნიშვნელოვან პროექტს განახორციელებს. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com