ამბები




პეტიცია-სოფელ გორდისა და კინჩხის მოსახლეობის მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს


პეტიცია-სოფელ გორდისა და კინჩხის მოსახლეობის მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოს
 ,,ის, რაც შენია და მშობლიური, თანდათან ხდება მიუწვდომელი" - ასე ფიქრობენ ადამიანები, რომლებიც გორდსა და კინჩხაში ცხოვრობენ. მათ ახარებთ ყოველი ახალი პროექტი , მაგრამ აწუხებთ საყოველთაო სიკეთის შეზღუდვა. 

  პეტიცია ადგილობრივი მოსახლეობისათვის ამ ტერიტორიაზე შეუზღუდავი გადაადგილების უფლებას ითხოვს.   პეტიცია

  ოკაცეს კანიონისა და ჩანჩქერის (წყალვარდნილი) ახლოს ხილვა და იქ მისვლა ახლა უკვე, აქ მცხოვრებთა ისტორიაში პირველად, ფასიანია იმ ფონზე, როცა საშუალო დღიული შემოსავალი ოჯახების უმეტესობას 10 ლარიც (ერთი ბილეთის ღირებულება)  არ აქვს. 


   ადგილობრივები ხშირად აღნიშნავენ, რომ ამ სეგმენტიდან შემოსავალი მილიონს აჭარბებს, მათ კი ადგილობრივი პრობლემების გადაჭრისათვის, (წყალი, შიდა გზები, ხიდ-ბოგირები, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, ბაგა ბაღი და სხვა), ერთი პროცენტიც არ რჩება. 

  პეტიციის მიზანია ხელისუფლება აგილობრივებს პრობლემის მოგვარებაში დაეხმაროს და ამისათვის ქმედითი და დროული ნაბიჯი გადადგას. 

  იხ. პეტიციის სრული ტექსტი:
 ,,გორდი და კინჩხა, სოფლები, სადაც დავიბადეთ და გავიზარდეთ, სადაც ვცნობთ თითოეულ კენჭსა თუ ქვას, თითოეულ კანიონსა თუ გორას. ადგილები, სადაც ვზრდით შვილებს, შვილიშვილებს, მომავალ თაობას. 
სოფლები, სადაც ჩვენი სახლია და საიდანაც ჩვენთვის იწყება სამშობლო.
6 მაისის, კინჩხას ჩანჩქერის გახსის შემდეგ, ჩვენთვის, ადგილობრივებისთვის, იმ ადგილზე შესვლა, რომელსაც საკუთარ ხუთ თითზე უკეთ ვიცნობთ ფასიანი გახდა, იდენტური მდგომარობაა გორდში - ოკაცეს კანიონზე- ანუ დღეები, როდესაც ჩანჩქერსა და კანიონზე თავისუფლად ჩასვლა და გადაადგილება შეგვეძლო, სადღაც გაქრა და გაუჩინარდა.
აქედან გამომდინარე, მეტისმეტად წარმოუდგენლად მიგვაჩნია ადგილობრივი მოსახლეობისგან მოითხოვო 10 ლარი, რომ მისთვის მშობლიურ ადგილზე მოხვედრა შეძლოს.
სწორედ ამიტომ, ჩვენი თხოვნაა კინჩხაში არსებულ ჩანჩქერსა და გორდის ოკაცეს კანიონზე მოხდეს ადგილობრივებისა და მათი ოჯახის წევრების უფასოდ შეშვება! "-
წერია პეტიციაში

   

    скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com