ამბები




მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა


მამუკა ბახტაძე საპატიო ხონელი გახდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს საპატიო ხონელის სტატუსი მიენიჭა, -შესაბამისი ჯილდო მთავრობის მეთაურს დღეს ხონის ბულვარში, ხონელობის სახალხო დღესასწაულისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცეს.
პრემიერ-მინისტრმა ბულვარში შეკრებილ მოსახლეობას ხონელობის სახალხო დღესასწაული და გიორგობა მიულოცა და აღნიშნა, რომ ხონში სტუმრობა მისთვის ყოველთვის დიდი ემოციური დატვირთვის მატარებელია.მამუკაბახტაძემსიტყვით გამოსვლისას რეგიონში დაგეგმილინფრასტრუქტურულპროექტებზეც ისაუბრა.
„მე, როგორც ყველა ხონელი, განსაკუთრებით ვამაყობ ჩემი ფესვებით. ხონი უნიკალური, ულამაზესი კუთხეა, რომელმაც ძალიან ბევრი ქართული ფასეულობა და ტრადიცია შეუნარჩუნა ჩვენს სამშობლოს. ხონი არის კუთხე და ქალაქი, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. თქვენი თხოვნის შესაბამისად, ყველა სკოლა, რომელიც ამას საჭიროებს, დროულად იქნება რეაბილიტირებული. წლის ბოლომდე დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობას და მასთან ერთად ავაშენებთ ყველაზე თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, ხონი იქნება ძალიან წარმატებული და დიდი ენერგიით სავსექალაქი, სადაც გვეყოლება ყველაზე მეტი ტურისტი და იქნება ნამდვილი იმერული, გულანთებული სტუმარ-მასპინძლობა”, -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მამუკა ბახტაძე დღესვე ხონში დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ მსველელობას შეუერთდა და მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად ხონის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com