ამბები




,, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა"-შავლეგო ტაბატაძე


,, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა"-შავლეგო ტაბატაძე

  იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა თანამდებობა დატოვა. მას საქართველოს პრემიერ მინისტრმა მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა. თავის მხრივ, ყოფილმა სახელმწიფო რწმუნებულმა სოციალურ ქსელში დაწერა : "იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობა ჩემთვის იყო ახალი გამოწვევა და მეტად საპასუხისმგებლო. მცირე დროის მანძილზე ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად შევძელი საკუთარი წვლილი შემეტანა მხარის განვითარებაში. 2018 წელს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 157 625 222 ლარი დაიხარჯა, 2019 წელს კი გაცილებით მეტი 330 595 589 ლარია გამოყოფილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წელს იმერეთში არაერთი მასშტაბური პროექტი განხორციელდება. თითოეული პრიორიტეტი მოსახლეობასთან ერთად არის განსაზღვრული და მათი ჩართულობით გადაწყდა პირველ ეტაპზე რა უნდა გაკეთდეს.
მადლობა მინდა გადავუხადო გუნდს ნდობისთვის, სახელმწიფო უწყებებს, რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს. განსაკუთრებული მადლობა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ყველა თანამშრომელს გვერდით დგომისთვის და საქმიანობისთვის. არ შემიძლია მადლიერება არ გამოვხატო რეგიონის მოსახლეობის მიმართ, მე ვგრძნობდი თქვენს მხარდაჭერას და ეს უფრო მაძლიერებდა.
მინდა წარმატებები ვუსურვო ჩვენს მხარეს და მომავალ რწმუნებულს რეგიონის საკეთილდღეოდ. რაც შემეხება მე, ვრჩები გუნდის წევრად და საქმიანობას გავაგრძელებ თავდაცვის უწყებაში, სამხედრო თანამდებობაზე.
კიდევ ერთხელ მადლობა ნდობისთვის და მეგობრობისთვის."-წერს სოციალურ ქსელში შავლეგო ტაბატაძე.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com