ნიკოლას მადურო კუბაში გაქცევის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

01 მაი, 2019 231


 ნიკოლას მადურო კუბაში გაქცევის თაობაზე გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.

  ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. ნიკოლას მადურომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუე უწოდა და განაცხადა, რომ არსად გაქცევას არ აპირებდა.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა CNN-თან საუბარში განაცხადა, რომ მადუროს თვითმფრინავი უკვე მზად იყო და ის კუბაში გაქცევას აპირებდა, ვიდრე მას რუსი ოფიციალური პირი, რომლის ვინაობაც უცნობია, არ დაელაპარაკა.
"ის მზად იყო გასამგზავრებლად, როგორც ჩვენ გავიგეთ, თუმცა რუსეთმა მიუთითა, რომ დარჩენილიყო", - განაცხადა მაიკ პომპეომ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ვენესუელას დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ განაცხადა, რომ სამხედროები “დიქტატორს” მხარს აღარ უჭერენ. ამასთან, მან გაავრცელა ვიდეო, რომელშიც სამხედროებთან ერთად ჩანს და ამბობს, რომ ბრძოლის ფინალური ფაზა დაიწყო. ხუან გუაიდომ მოსახლეობას მასობრივი პროტესტისკენ მოუწოდა.
საპასუხოდ, დემონსტრანტების წინააღმდეგ ვენესუელას მთავრობამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ადგილობრივი ტელევიზიის მიერ გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ გადაუარა ეროვნული გვარდიის ჯავშანტექნიკამ მომიტინგეებს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: