ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა

30 აპრილი, 2019 354


ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ზებრა გადასასვლელზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა
 ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე. თვითმხილველთა თქმით, მანქანა ჯერ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა, ტაქსთან შეჯახების შემდეგ კი,  ბორდიურზე ავარდა  და ნაგვის ურნას შეეჯახა. 
 ადგილზე სასწრაფო და სამაშველო სამსახურების ბრიგადები მივიდნენ.
 შემთხვევის შედეგად, შუახნის მამაკაცმა  სხეულის დაზიანებები მიიღო. იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც განაცხადეს, იგი კონტაქტური იყო.
 გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს-მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას   მართავს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, რაც ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების   აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: