"უვარგისი მთავრობა გვყავს და ყველა მიტო გვიბედავს ყველაფერს საქართველოში" - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება

30 აპრილი, 2019 586


"უვარგისი მთავრობა გვყავს და ყველა მიტო გვიბედავს ყველაფერს საქართველოში" - დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ისევ საფრთხე ემუქრება

უკვე რამდენიმე ათწლეულია საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მტკივნეული საკითხი არსებობს და ეს 150-კილომეტრიანი სასაზღვრო მონაკვეთია, რომლის ირგვლივაც დღემდე გაუგებრობაა.უცნობია მიზეზი, თუ რატომ იღებენდრო და დრო აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დავით გარეჯის მონასტერთან არსებული საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილებას, მათ შორის სასულიერო პირებისთვის. აღდგომის დღესასწაულისთვის მონასტრამდე მისასვლელი გზა რამდენიმედღიანი ჩაკეტვის შემდეგ დროებით გაიხსნა, მესაზღვრეები აანონსებენ, რომ გზა 5-დან 15 მაისამდე შუალედში ისევ ჩაიკეტება.“ ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ ხელისუფლების უმოქმედობაზე საუბრობენ, ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ ორივე მხარე ჩართულია მოლაპარაკებაში.

დავით შავიანიძე კლდეში ნაკვეთიქართული ძეგლის უძველესობაზე ამახვილებს ყურადებას, მისი თქმით სამონასტრო კომპლექსისაქართველოს ისტორიულ თემში კახეთში მდებარეობს, ამდენად კითხვის ნიშნის დასმა თუ ვის ეკუთვნის ეს ტერიტორია ალოგიკურია.

მოსახლეობა ქართულ და აზერბაიჯანულ მეზობლობაზე საუბრობს და კონფლიქტის გადაწყვეტას მშვიდობანი გზით ხედავს. გარდა ამისა აღნიშნავს, რომ ხელისუფლების უუნარობას ქვეყნის ეროვნული ინტერესები ეწირება.

დავით გარეჯში შექმნილი ვითარების კიდევ უფრო გამწვავების თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტები კომისიის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათი თქმით საჭიროაკარგად შეფასდეს რისკები და ერთობლივად მოიძებნოს გამოსავალი.

скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: