ამბები




გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს


გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს


            შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველთა ჯგუფმა, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის დახმარებით, გორშეღმის ხეობის ერთადერთი მკვიდრი - 76 წლის მიხა არაბული ხევსურეთიდან დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ექიმები შესაბამის დახმარებას უწევენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი ოპერაციების მართვის ცენტრ - „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ მიხა არაბულს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუუარესდა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებოდა. დიდთოვლობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, აღნიშნული დახმარების აღმოჩენა ვერ ხერხდებოდა. დაუყოვნებლივ დაიგეგმა სამაშველო ოპერაცია, რომელშიც შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, მაშველთა 2 ჯგუფი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი ჩაერთო.
რთული მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო ოპერაცია წარმატებით განხორციელდა.
დუშეთში ჩამოფრენისთანავე, ვერტმფრენს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი დახვდა. 76 წლის მიხა არაბული დუშეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com