ამბები




,,თქვენი გასაშვები რომ გავხდები"-ფინანსთა მინისტრი გოცირიძეა


,,თქვენი გასაშვები რომ გავხდები"-ფინანსთა მინისტრი გოცირიძეა


ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა რომან გოცირიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ მსგავსი ტყუილი, როგორიც გოცირიძემ თქვა, არც ერთ სხვა ოპოზიციონერს არ უთქვამს.
„ვერც ერთზე ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე იტყუებოდა, ინტერპრეტაციები იყო, მაგრამ ასე ღია, პირწმინდა ტყუილები არც ერთს უთქვამს. ჩვეულებრივად, ღიად შეგიძლიათ ამ ასაკის კაცს იტყუებოდეთ. ღიად იტყუებით და წარბი არ გიტოკავთ. ამას ხომ მოხერხება უნდა“, - განაცხადა მაჭავარიანმა.
აღნიშნულის საპასუხოდ კი, რომან გოცირიძემ მაჭავარიანს უთხრა, რომ ის დემაგოგობდა. „ზიხართ და დემაგოგობთ. გაპასუხებინებთ და თუ არა, გაგიშვებთ,- აღნიშნა გოცირიძემ.
თავის მხრივ კი მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ გოცირიძის გასაშვები არ გახდებოდა.
„თქვენი გასაშვები რომ გავხდები მაშინ დაიქცა ეს ქვეყანა“,- აღნიშნა მაჭავარიანმა.
შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე იმყოფება, რომელსაც დეპუტატები კითხვებს უსვამენ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com