ამბები




საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება


საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება


საჯარო სექტორიდან მაღალკვალიფიციური კადრების გადინება ხდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ხელფასის გამო კერძო სექტორში გადადიან. ჟურნალისტების კითხვაზე, მზად არის თუ არა ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს ხელფასი გაუზარდოს, მინისტრმა უპასუხა, რომ არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ეს ერთ დღეში განხორციელდეს.
„ჩვენ დღესდღეობით გვაქვს ერთი დიდი პრობლემა - მაღალკვალიფიციური კადრების გადინება საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში ხელფასის გამო. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომ მოვიზიდოთ საუკეთესო ტვინები.
ჩვენ გავაკეთებთ იმდენს, რამდენის საშუალებასაც მოგვცემს ჩვენი ფისკალური ჩარჩო. სამწუხაროდ, არ არსებობს ჯადოსნური ჯოხი, რომ ერთ დღეში მოხდეს ეს,"- განაცხადა მაჭავარიანმა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com