ამბები




ვლადიმერ ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25%


ვლადიმერ ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25%

ვლადიმერ ზელენსკი 73%, პეტრო პოროშენკო 25%-ასეთია ეგზიტპოლების პასუხები. უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემების გამოქვეყნებამდე ზელენსკისთან დამარცხება უკვე აღიარა ქვეყნის მოქმედმა ლიდერმა პეტრო პოროშენკომ, რომელმაც კონკურენტს გამარჯვებას მიულოცა.  
„მომავალი თვიდან ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობას ვტოვებ. ასე გადაწყვიტა უკრაინის მოსახლეობის უმეტესობამ და მე ვიღებ ამ გადაწყვეტილებას," - განაცხადა პოროშენკომ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.
მოქმედმა პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. 
გამარჯვება მხარდამჭერებთან ერთად უკვე იზეიმა ვლადიმერ ზელენსკიმაც. მან პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მიმართა და მოუწოდა, რომ უკრაინას მიბაძონ. 
„თავს კარგად ვგრძნობ. მადლობა უკრაინელ ხალხს, ჩემს მშობლებს მხარდაჭერისთვის და იმისთვის რასაც გაუძლეს. მადლობა ჩემს მეუღლეს, მადლობა უკრაინელ ჯარისკაცებს და მოხალისეებს, რომლებიც იცავენ უკრაინას. მე ვიდრე პრეზიდენტი გავხდები, ამის თქმის უფლება მაქვს. მოგმართავთ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, მოგვბაძეთ. ჩვენ ეს გამოგვივიდა,“-განაცხადა ვლადიმერ ზელენსკიმ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com