ამბები




ქუთაისში სამუშაოების გამო რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია


ქუთაისში სამუშაოების გამო რუსთაველის ქუჩა გადაკეტილია
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ ქალაქ ქუთაისში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით მიმდინარე წლის 20 აპრილის, რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალა, კერძოდ: პრესის სახლიდან გამარჯვების მოედნამდე ორმხრივად. ქალაქის ცენტრის მიმართულებით ტრანსპორტი იმოძრავებს ბარათაშვილი-გველესიანი-დუმბაძე-გრიშაშვილის ქუჩების გავლით, ხოლო ქალაქის ცენტრიდან ტრანსპორტი იმოძრავებს ლაღიძე-ბარათაშვილი-გამარჯვების მოედნის გავლით. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com