ამბები




,,ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის"-მამუკა ბახტაძე


             ,,ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცის"-მამუკა ბახტაძე

  პრეზიდენტის გარეშე დარჩენილი პრეზიდენტის სასახლე საზოგადოების ინტერესს კვლავ იწვევს.

  რატომ თქვა მასზე უარი მოქმედმა პრეზიდენტმა და რატომ აირჩია ,,ორბელიანების სასახლე", რომელიც საქართველოს მძიმე ისტორიულ წარსულთან ასოცირდება, პასუხი ბუნდოვანია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საჯარო სივრცე და შენობა, ძირითადად, გადამხდელთა ფულით და სახელმწიფოს ბიუჯეტით ფინანსდება, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებული აქცენტი პრეზიდენტის სასახლისთვის გადახდილ ფულზე კეთდება. თანამედროვე მსოფლიო განსაკუთრებულ აქცენტს, სამუზეუმო ექსპონატებისათვის სივრცის სპეციფიკასა და შესაბამისობაზე აკეთებს და დამთვალიერებლებს ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ და ექსპონატებთან ადაპტირებულ გარემოს სთავაზობენ.
 
    რა თანხები დასჭირდება პრეზიდენტის სასახლის  სამუზეუმო სივრცედ გარდაქმნას ჯერ გაცხადებული არ არის. საჯაროდ, მხოლოდ იმის შესახებ გაკეთდა განცხადებს, რომ ავლაბრის რეზიდენციას ექნება ფუნქცია საზოგადოებრივი და სამუზეუმო სივრცისა, სადაც  საქარველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოში ჩამოსულ ყველა ტურისტს შეეძლება მისვლა და ჩვენი ეროვნული საგანძურის ნახვა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციისთვის ახალი ფუნქციის შეძენას შეეხებოდა.
 
 მთავრობის მეთაურის განცხადებით, აღნიშნულ შენობას ექნება რამდენიმე ფუნქცია, მათ შორის  მაღალი რანგის სტუმრების მასპინძლობა.
 
„თქვენ კითხვას სვამთ, რატომ გვექნება ორმაგი ხარჯი. ამ ორ შენობას სხვადასხვა ფუნქცია აქვს. ეს ერთი და იგივე ფუნქცია არ არის. ეს არ არის საპრეზიდენტო სასახლე. ეს შენობა აშენდა საქართველოს მოქალაქეების ფულით,  გადამხდელების თანხით და მას უნდა ჰქონდეს საზოგადოებრივი ფუნქცია, ეს საზოგადოებრივი ფუნქცია იქნება უზრუნველყოფილი ამ რამდენიმე მიმართულებით, რომელიც ჩემი აზრით არის ძალიან მნიშვნელოვანი, როგორც სახელმწიფოებრივი, ისე ეკონომიკური კონტექსტიდან გამომდინარე“ - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com