ამბები




ნათია კაპანაძე გადაწყვეტილებას ღირსეულად შეხვდა


   
ნათია კაპანაძე გადაწყვეტილებას ღირსეულად შეხვდა

 
    საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს.
აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ დღეს მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი კი წინააღმდეგ წავიდა.
დირექტორის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ და გიგა ჩხარტიშვილმა მიმართეს. მათ პრეტენზიები ტელევიზიის რეიტინგის, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობასა და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით ჰქონდათ.


აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია. დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.
მიუხედავად იმისა, რომ დირექტორმა ყველა ბრალდების გამაბათილებელი დოკუმენტების არსებობისა და წარდგენის შესაძლებლობის შესახებ ისაუბრა, საბჭომ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ, დამატებითი შესწავლის გარეშე მიიღო.   გადაწყვეტილების გამოცხადებას ნათია კაპანაძე მშვიდად შეხვდა. ის ოვაციები და ყიჟინა  რომელიც დარბაზში გაისმა, გადაწყვეტილების მიმღებთა და მათ მხარდამჭერთა რეალურ განწყობებს გამოხატავდა. 

  ნათია კაპანაძე ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ელფერზე საუბრობს, რასაც აუცილებლად გაასაჩივრებს. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com