ამბები




"პირველ რიგში ჯანმრთელობისთვისაა კარგი"-სპორტული სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ნაწილი დარულებულია


"პირველ რიგში ჯანმრთელობისთვისაა კარგი"-სპორტული სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ნაწილი დარულებულია

სპორტული სასკოლო ოლიმპიადის იმერეთის ფინალურმა ნაწილმა ქუთაისის სპორტის სასახლეში დიდი გულშემატკივრობისა და ემოციების ფონზე ჩაიარა.დასკვნით ეტაპზე ერთმანეთს სპორტის სამ სახეობაში ქუთაისისა და ხონის სკოლების ნაკრები გუნდები დაპირისპირდნენ. საბოლოოდ ფრენბურთსა და კალათბურთში გამარჯვება ქუთაისმა, ხოლო მინი-ფეხბურთში ხონმა მოიპოვა.

სასკოლო სპორტული ოლიმპიადა იმერეთის რეგიონულმა ტურმა სტარტი 19 მარტს აიღო. თამაშები სპორტის 8 სახეობაში მიმდინარეობდა. წელსვე ჩატარდა და გამოვლინდნენ გამარჯვებულები შემეცნებით სასკოლო ოლიმპიადაში . ერთი თვის განმავლობაში იმერეთის სკოლებიდან ოლიმპიადაში ათასზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. რეგიონული თამაშების ჩემპიონები მონაწილეობას დასავლეთ საქართველოს ზონალურ ტურში მიიღებენ, იქ გამარჯვებულები კი მსოფლიო სასკოლო ჩემპიონატის 2020-ის საგზურის მოსაპოვებლად იბრძოლებენ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com