ამბები




შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო


შინაგან საქმეთა სამინისტრომ იმერეთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ”ჰეროინი” ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1955 და 1968 წელებში დაბადებულ მოქალაქეები განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.სამართალდამცველებმა, ერთ-ერთის პირადი ჩხრეკისას, განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 327 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ამოიღეს.პოლიციამ ზესტაფონის რაიონის სოფელ წევის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, მეორე ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული „ჰეროინის“ შემცველი ფხვნილი ამოიღო. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com