ქუთაისში ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს

16 აპრილი, 2019 178


ქუთაისში ქართულ ენასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს
ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში დედაენის დღესთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა. ქალაქის საჯარო სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურისა და ქართული ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელებმა, მწერლებმა, ფილოლოგებმა და ბიბლიოთეკარებმა იმ პრობემების შესახებ ისაუბრეს, რაც დღეს ქართული ენის წინაშე დგას. მათი თქმით დროულად უნდა მივიღოთ ზომები, რადგან ქართული ენა დაბინძურებულია სლენგებით, ბარბარიზმებით, კალკებით, ჟარგონებით, ამიტომ სკოლებში ქართული ენის საათები უნდა დაემატოს. რეკომენდაციებს, კი რომლებიც მათ ქართული ენის გადარჩენის მიზნით შეიმუშავეს, შესაბამის სტრუქტურებს გაუგზავნიან. შეხვედრა ქუთაისის ი. ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის ორგანიზებით მოეწყო.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: