ამბები




გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს


გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს


  გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი ააფეთქეს. მოწყობილობა რამდენიმე დღის წინ, მდინარეში შემთხვევით აღმოაჩინეს, როდესაც ქალაქის სახანძრო და სამაშველო სამსახურები ერთობლივ სწავლებას გადიოდნენ.
შეერთებულ შტატებში წარმოებული ბომბი კონტროლირებადი აფეთქებით განადგურდა. ოპერაციის დროს 600-ზე მეტი ადგილობრივის ევაკუაცია მოხდა.
აფეთქების შემდეგ მდინარის უსაფრთხოება მყვინთავებმა შეამოწმეს. ქალაქის მოსახლეობა სანახაობას თვალს უსაფრთხო მანძილიდან ადევნებდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com