ამბები




პოლონეთმა და ესტონეთმა ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს


პოლონეთმა და ესტონეთმა ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს


პოლონეთმა და ესტონეთმა საკუთარ ტერიტორიულ წყლებში რუსული გემი არ შეუშვეს. უცხოური მედიის ინფორმაციით, გემზე ანექსირებული ყირიმის საზღვაო აკადემიის კურსანტები იმყოფებოდნენ.
პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ანექსირებული ყირიმიდან წამოსულ გემზე მყოფ კურსანტებს, რუსული პასპორტები ჰქონდათ, რის გამოც პოლონეთმა გემის მიღებაზე უარი განაცხადა.
მოგვიანებით, კომენტარი გააკეთეს საგარეო საქმეთა სამინისტროებშიც. უწყებებში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ ესტონეთი და პოლონეთი უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას უჭერენ მხარს და გმობენ რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com