ამბები




რიგში ,,ვარძიაა"?1


რიგში ,,ვარძიაა"?1


ვარძია, შესაძლოა, რიგით მეოთხე ძეგლი გახდეს, რომელსაც სულ მალე იუნესკო მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად აღიარებს. თუმცა, ქართული მხარის მცდელობა ჩაიშლება, თუკი მოსკოვში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ვარძიის წინ მიწისქვეშა სასტუმროს ააშენებს. მშენებლობა სოსო ორჯონიკიძემ უკვე დაიწყო, თანაც უკანონოდ. ინფორმაცია სოციალურ მედიაში გავრცელდა. 
   ,,პრაიმ ტაიმის " ცნობით, რამდენიმე დღის წინ მშენებლობის შესახებ ადგილობრივმა მოსახლეობამ „საყდრისის კომიტეტს კულტურული მემკვიდრეობისთვის“ შეატყობინა. კომიტეტის წევრები ვარძიაში ჩავიდნენ და მშენებლობა გააპროტესტეს. ადგილობრივებმა განუცხადეს, რომ 
„აქ სოსო ორჯონიკიძის გარდა მიწებს სხვა ბიზნესმენები და მსხვილი კომპანიებიც ფლობენ. თუკი, ხელისუფლება მიწისქვეშა სასტუმროს უკანონო მშენებლობას დაუშვებს, მაშინ კომერციულ ნაგებობებს სხვებიც ააშენებენ.“ - აცხადებს კომიტეტის ერთ-ერთი აქტივისტი ნინო ბურჭულაძე.
„საყდრისის კომიტეტის“ განმარტებით, მშენებლობა ისტორიული ძეგლის ვიზუალური დაცვის არეალში მიმდინარეობს, რაც კანონით ისედაც დაუშვებელია. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მათ ნებართვა მშენებლობაზე არ გაუციათ. სასტუმრო, როგორც თავად ორჯონიკიძე იტყობინება, 120 ნომრისგან შედგება.
კომიტეტმა ადგილობრივ ხელისუფლებას ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდა. კომიტეტში აცხადებენ, რომ მათთვის გაუგებარია, რატომ ვერ შეძლო ასპინძის მერიამ ამ უკანონობის აქამდე აღკვეთა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com