ამბები




ინდოეთში ხელფასის გადაუხდელობის გამო კომპანიის მმართველი გაიტაცეს და აწამეს


                       ინდოეთში ხელფასის გადაუხდელობის გამო კომპანიის მმართველი გაიტაცეს და აწამეს



ინდოეთში ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომლებმა ხელფასის გადაუხდელობის გამო უფროსი გაიტაცეს და აწამეს. ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს. შემთხვევა ქალაქ ბენგალურუში რამდენიმე კვირის წინ  მოხდა. 

გამოცემის ცნობით, 23 წლის სუჯეიმ, რომელიც კერძო კომპანიის მმართველია, თანამშრომლებს ხელფასი 7 თვის განმავლობაში არ გადაუხადა. სავარაუდოდ, სწორედ ამ მიზეზით გაიტაცა და კუთვნილი ფულის მიღების მოთხოვნით აწამა ის თავისმა 7-მა თანამშრომელმა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, მომხდართან დაკავშირებით 4 პირი უკვე დააკავეს, დანარჩენი სამი თანამშრომლის საქმეზე კი გამოძიება ისევ გრძელდება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com