ამბები




9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს გაუზიარეს


9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს გაუზიარეს

ესტონეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტების ორგანიზებით, 2019 წლის 9 აპრილს, ამ ტრაგიკული მოვლენებიდან 30 წლის თავზე, ტალინში, თავისუფლების მოედანზე, მშვიდობიანი შეკრება ჩატარდა. შეკრებილებმა პატივი მიაგეს იმ გმირების ხსოვნას რომელთაც თავი გაწირეს საქართველოს დამოუკიდებლობისათვის. 9 აპრილის ისტორია ქართველმა ახალგაზრდებმა ესტონელ თანამოძმეებს გაუზიარეს, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც წინ უძღვოდა საბჭოთა კავშირის ზეგავლენის შემცირებას ჩვენს ქვეყანაში, საბოლოოდ კი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წლის 9 აპრილს. შეკრებილმა სტუმრება სიმბოლურად თითო სანთელი დაანთეს დაღუპულთა მოსაგონებლად. მათ ვიდეო და ფოტო გამოფენაც დაათვალიერეს რომელიც 3 ენაზე იყო მომზადებული. შეკრების ბოლოს სტუმრებმა ერთხმად იმღერეს საქართველოს ჰიმნიც.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com