ამბები




გოგა ჩხეიძემ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა


გოგა ჩხეიძემ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა




გოგა ჩხეიძემ საქართველოს ძალოსანთა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის მედლები შემატა

ქართველმა ძალოსანმა 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკვრაში 169 კილოგრამის დაძლევით ვერცხლის მედალი მოიპოვა, ორჭიდის ჯამში დაგროვილი 308 კილოგრამით კი ბრინჯაო დაისაკუთრა. გარდა ამისა, ატაცში მესამე მისვლაზე 139 კილოგრამის დამორჩილებით 23-წლამდელთა ევროპის რეკორდი დაამყარა.

მართალია, გოგა ჩხეიძის მიერ დამყარებული რეკორდი იტალიელმა მირკო ზანიმ კილოგრამით გააუმჯობესა და შემდგომ თავისივე რეკორდიც დაამხო, მაგრამ ქართველს რევანშის საშუალება აკვრაში და ორჭიდის ჯამში მიეცა, სადაც ამჯერად უკვე თავად დაამხო რამდენიმე წუთით ადრე იტალიელის მიერ დამყარებული 23-წლამდელთა რეკორდები როგორც აკვრაში (163 კგ), ისე ორჭიდის ჯამში (305 კგ), შესაბამისად 169 და 308 კილოგრამებით.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com