ქართველმა ძალოსანმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

08 აპრილი, 2019 176


                                ქართველმა ძალოსანმა  ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა




ქართველმა ძალოსანმა გოგა ჩხეიძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 67კგ აკვრაში ვერცხლის მედალი მოიპოვა, ხოლო ორჭიდის ჯამში (აკვრა და ატაცი) ბრინჯაო.

მან აკვრაში 23 წლამდელ სპორტსმენებს შორის ევროპის რეკორდი დაამყარა (169 კგ), რეკორდი დაამყარა ატაცშიც, თუმცა ის მალევე გააუმჯობესა იტალიელმა სპორტსმენმა.

აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედალები ფრანგმა სპორსტმენმა მატამმა მოიპოვა, ხოლო ატაცში თურქმა ისმაილოვმა.

ეს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მე-3 მდელაია, გუშინ შოთა მიშველიძემ 61კგ კატეგორიაში აკვრაში ოქრო მოიპოვა.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: