ამბები




რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს


                                           რუსი ოკუპანტების  მიერ  გატაცებული საქართველოს მოქალაქე  გაათავისუფლეს




რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები გელა როსტობაია გაათავისუფლეს.

გელა როსტობაიას გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ ინფორმირებული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებული იყო ცხელი ხაზი.

რუსმა ოკუპანტებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონის მცხოვრები, 40 წლის გელა როსტობაია გუშინ საღამოს გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპანტების მიერ მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა მდინარე ენგურზე თევზაობდა.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com