ამბები




"მაგნაირებზე ბებიაჩემი ამბობდა შვიდთვიანები არიანო" - არეული ღილაკები და ინტუიციით მიღებული კანონები


"მაგნაირებზე ბებიაჩემი ამბობდა შვიდთვიანები არიანო" - არეული ღილაკები და ინტუიციით მიღებული კანონები

2019 წლიდან პარლამენტი კვლავ თბილისში დაბრუნდა, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ადგილმდებარეობის შეცვლამ ქვეყანაში არსებული უმძიმესი სოციალური ფონი და პარლამენტარების მუშაობის ხარისხი ჯერ-ჯერობით ვერ გააუმჯობესა. უფრო მეტიც, იმის გამო რომ თბილისში არსებული პარლამენტის შენობა ტექნიკურად გაუმართავია ,დეპუტატებს ერთმანეთის ხმა არ ესმით და საქართველოს კანონში ამა თუ იმ ცვლილების შეტანის დროს ღილაკებს ხელს ვარაუდით აჭერენ. რამდენიმე დღის წინ, კანონპროექტს, რომელიც სკოლის გამოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა და რომლის დამტკიცებასაც 76 ხმა სჭირდებოდა, 54-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის დასრულების შემდეგ განმარტეს, რომ პარლამენტის თავმჯდომარის ხმა არ ესმოდათ და ვერ გაიგეს, რომელ კანონპროექტს უყრიდნენ კენჭს.                                             ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით,  ამ პროცესებმა კარგად დაგვანახეს, რომ მიზანი,  არა თუ შენობაზე ზრუნვა, არამედ იმ მიზეზების მოფიქრება იყო, რომელზე აპელირებითაც პარლამენტს ისევ თბილისში დააბრუნებდნენ.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე გოგი წულაა ამბობს ,რომ მისთვის პარლამენტი თავიდანვე მკვდარი იყო და პერფომანსებს, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოს წინ მართავდა, ახლა უკვე თბილისში გააგრძელებს.

ჩვენ მიერ გამოკითხულ მოქალაქეთა ნაწილი ამბობს,რომ საკანონმდებლო ორგანოს თბილისში გადატანა ქუთაისისთვის შეურაცხყოფაც კი იყო. რაც შეეხება ღილაკებს, მოქალაქეები ფიქრობენ, რომ ეს უბრალოდ უნიჭო ტრიუკია შიდა პარტიული განხეთქილების დასამალად.

თბილისში არსებული პარლანეტის შენობის გასარემონტებლად ხელისუფლებას მოლიონობით ლარი დაუჯდა, თუმცა დეპუტატები დარბაზში არსებულ პრობლემებზე ისევ საუბრობენ. ამბობენ, რომ ტრიბუნასთან მდგომის ხმა საერთოდ არ ესმით და ვერ ხვდებიანი რის შესახებ საუბრობს გამომსვლელი. გამოსავალს კი ის დეპუტატი გვთავაზობს, რომელიც განსხვავებული და ორიგინალური იდეებით აქამდეც გამოირჩეოდა.

скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com