ამბები




"ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში" - შალვა ნათელაშვილი


                          "ბიძინა ივანიშვილი აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში" - შალვა ნათელაშვილი



ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი 9 აპრილის ტრაგედიისადმი მიძღვნილ ბიძინა ივანიშვილის წერილს გამოეხმაურა და მას მორიგი ფარისევლური ეპისტოლე უწოდა. 

,,ბიძინა ივანიშვილმა მორიგი ფარისევლური ეპისტოლე გამოაქვეყნა.  ვითარების ტრაგიზმი იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილი არა მარტო 9 აპრილის ჯალათის, გენერალ ლებედის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა, არამედ, მანამდე აფინანსებდა საქართველოს წინააღმდეგ წარმოებულ ომს აფხაზეთში, რომელსაც სწორედ გენერალი ლებედი ხელმძღვვანელობდა.
სწორედ ბიძინა ივანიშვილის ფინანსებით, ,,როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში არსებულ ბანკებში გადარიცხული მილიონებით ყიდულობდა ლებედი იარაღს, აგროვებდა მოხალისეებს, აირაღებდა სპეცრაზმებს და გუდაუთის აეროპორტის გავლით წარმართავდა ქართველთა გასაჟლეტად.
სწორედ ივანიშვილის სინდისზეა გაგრის ტრაგედია, სოხუმის დაცემა, ჭუბერის უბედურება, ტამიშის სისხლიანი კალო.
ხელისუფლების შეცვლისთანავე, ბიძინა ივანიშვილი პასუხსგებაში იქნება მიცემული, მათ შორის აფახაზეთში წარმოებული ომისა და ქართველთა მასობრივი გენოციდისთვის. ამისთვის მოემზადოს.
ის გადარიცხვები ლებედისთვის, ,,როსკრედიტბანკიდან“ დნესტრისპირეთში, რომელსაც პირადად ბიძინა ივანიშვილი ახორციელებდა, დაფიქსირებული, დოკუმენტირებულია" - აცხადებს შალვანათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ოფიციალურ გვერდზე. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com