ამბები




"უმრავლესობაში წითელ და მწვანე ვაშლებს გვიგზავნიდნენ, ღილაკები რომ ვინმეს არ არეოდა" - დავით ჭიჭინაძე კანონპროექტების მიღებაზე


                                                        "უმრავლესობაში წითელ და მწვანე ვაშლებს გვიგზავნიდნენ, ღილაკები რომ ვინმეს არ არეოდა" - დავით ჭიჭინაძე კანონპროექტების მიღებაზე



საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მიერ მომზადებული კანონპროექტი რომელი იყო და რომელი – ოპოზიციის, ამას უმრავლესობის ჩატში წითელი და მწვანე ვაშლების გაგზავნით აგებინებდნენ.

მისი თქმით, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე აღმოაჩინა, რომ დღეს რიგგარეშე სხდომა იყო ჩანიშნული.

„არც მაილი მომსვლია და არც – სატელეფონო გზავნილი. უმრავლესობაში წითელ და მწვანე ვაშლებს გვიგზავნიდნენ, ღილაკები რომ ვინმეს არ არეოდა და ახლა დაღეჭვით ახსნაზე გადავიდნენ, რადგან ჩვენთვის უცნობია, ირაკლი კობახიძე რას გეგმავს. რამდენი კანონპროექტი ჩაუვარდებათ და მისი კოლეგები შეტყობინებებს ვერ გებულობენ, ამის გადახდა ჩვენ გვიწევს. დამოუკიდებელ დეპუტატებთან არავინ კონტაქტობს. სალომე ზურაბიშვილს ინფორმაციას აწვდიდნენ და ეტყობა, ახლა ათი დეპუტატისთვის გზავნილის გაკეთება უჭირთ. ვინ გზავნიდა? უფროსი კოკა ყანდიაშვილი ჰყავდათ. რაც შეეხება გამოცდების გაუქმების საკითხზე კანონპროექტის კენჭისყრას, რას ნიშნავს ჩვენი პასუხისმგებლობა? ჭიათურელებს მოთმინება არ აქვთ, როცა ზესტაფონელებს ეძახიან? ისინი თუ ითმენენ, გამოცდების გაუქმების საკითხი ბავშვებმა ერთი კვირით მოითმინონ. ქვეყანაში გამოცდები უნდა იყოს. ბავშვებს ცხოვრებისეულ გამოცდილებას რაც უფრო გავურთულებთ, მით უკეთესია, მეტი წინააღმდეგობა, მეტი გამძლეობა“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com