ამბები




რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა


                                                რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა



"ბიბისის" ინფორმაციით, რუმინეთის სანაპიროზე შავმა ზღვამ 130 კილოგრამი კოკაინი გამორიყა. პოლიცია სანაპირო ზოლს ამოწმებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ორი ვერტმფრენი, მყვინთავები, 300 პოლიციელი და 14 სანაპირო დაცვის კატერი ცდილობს დაადგინოს, ხომ არ არის სადმე კიდევ გამორიყული ნარკოტიკი. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, საეჭვო შეკვრის პოვნის შემთხვევაში, პაკეტი არ გახსნან.

როგორც პოლიციაში აცხადებენ, შავი ზღვის მიერ გამორიყული ნარკოტიკი იმ მიტოვებული გემით გადაჰქონდათ, რომელიც რამდენიმე დღის წინ რუმინეთის სანაპირო დაცვის სამსახურმა იპოვა. ხომალდზე დაახლოებით ერთი ტონა კოკაინი აღმოჩნდა.

მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ორი სერბი მამაკაცი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com