ამბები




სტამბოლის ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა


                                                სტამბოლის ათათურქის აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა




6 აპრილს ავიაკომპანია Turkish Airlines-ის თვითმფრინავმა ათათურქის სახელობის აეროპორტიდან ბოლო კომერციული რეისი შეასრულა, რის შემდეგაც საერთაშორისო აეროპორტმა მუშაობა შეწყვიტა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. 

დღეიდან მის ნაცვლად რეისები სტამბოლის ახალი აეროპორტიდან განხორციელდება.

ახალი საჰაერო სადგური სტამბოლში 2018 წლის 29 ოქტომბერს გაიხსნა. ის ექსპლოატაციისთვის უკვე მზადაა, თუმცა მშენებლობა ჯერ ბოლომდე დასრულებული არ არის.

აეროპორტი საბოლოო სახეს 2023 წელს მიიღებს. რის შემდეგაც ის მსოფლიოში ყველაზე დიდი აეროპორტის სტატუსს ოფიციალურად მოიპოვებს.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com