ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა

06 აპრილი, 2019 204


                                           ქართველმა ძიუდოისტმა რუსი მეტოქე დაამარცხა



ანტალიის გრან პრიზე ქართველმა ძიუდოისტმა ლუკა მაისურაძემ ნახევარფინალში რუსი მეტოქე დაამარცხა. ხასან ხალმურზაევი რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულია.

ანტალიის გრან-პრი ძიუდოში გუშინ დაიწყო. საქართველოს ნაკრები, შეჯიბრებაზე 19 სპორტსმენით ასპარეზობს. შეჯიბრების პირველ დღეს ვაჟებს შორის 60 და 66 კილოგრამი წონითი კატეგორიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ქართველთაგან პირველ შეხვედრაში (60 კგ.) გაიმარჯვეს ჯაბა პაპინაშვილმა და ირაკლი კუპატაძემ. წარმატებით ასპარეზობენ 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილი და ვანო მახათაძე.

რაც შეეხება გოგოებს, პირველივე შეხვედრა დათმეს ნატალია ყიფშიძემ და ლევიცკა-შუკვანმა. ეთერ ლიპარტელიანმა (67 კგ.) პირველ შეხვედრაში გამარჯვება შეძლო.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: