ამბები




საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მატჩებმა სტარტი აიღეს


 საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მატჩებმა სტარტი აიღეს
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში , მათ შორის ქუთაისში, საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის 1-ლი ლიგის მატჩებმა სტარტი აიღეს. ჩემპიონატი აღმოსავლეთ და დასავლეთ ზონებად იმართება და მასში მონაწილეობას 10-10 საჭადრაკო კლუბი ღებულობს. გუნდის შემადგენლობა 8 მონაწილითაა განსაზღვრული. დღეს ქუთაისის #16 საჭადრაკო სკოლაში ერთმანეთს ამბროლაურისა და ზუგდიდის საჭადრაკო გუნდები დაუპირისპირდნენ. ჩემპიონატის მიზანი საქართველოს რეგიონებში ჭადრაკის პოპულარიზაცია, საქართველოს უძლიერესი კლუბებისა და 2019 წლის საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მონაწილეთა გამოვლენაა. გამარჯვებული გუნდები ქულათა საერთო რაოდენობის მიხედვით გამოვლინდებიან . მათ გარდამავალი თასი, დიპლომები და მედლები გადაეცემათ. ასევე პირველ და მეორე ადგილზე გასული გუნდები საქართველოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის საგზურებს მოიპოვებენ. ამასთან ერთად კლუბები საჭადრაკო ინვენტარს მიიღებენ.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com