ამბები




წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება


                                             


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში 240 ბავშვზე გათვლილი ახალი სკოლის მშენებლობა იწყება. 

სკოლის მოსწავლებსა და პედაგოგებს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შენგელია და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გრიგოლ იოსელიანი შეხვდნენ.

"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ წყალტუბოში საჯარო სკოლის არარსებობის გამო სკოლის მოსწავლეები სამ საცხოვრებელ სახლში არიან გადანაწილებული და მათ რთულ პრობებში უწევთ განათლების მიღება. ახალი სკოლის მშენებლობის შემდეგ კი, სოფელ წყალტუბოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სკოლა ექნება, სადაც მოსწავლეები გამართული ინფრასტრუქტურით და კეთილმოწყობილ გარემოში შეძლებენ სწავლას. სკოლა სრულად იქნება ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", - ნათქვამია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2019-2020 წლებში 150 სკოლის მშენებლობას და რეაბილიტაციას განახორციელებს. ამ ეტაპზე, ფონდს უკვე გამოცხადებული აქვს 35-მდე სკოლის მშენებლობა-პროექტირებაზე ტენდერი.

             
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com