ამბები




გუგუნავაზე გზის საფარის და სანიაღვრე ქსელის რეაბილიაცია მიმდინარეობს



ქუთაისში, გუგუნავას ქუჩაზე, რკინიგზის გასწვრივ, გზის საფარის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩის აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა სანიაღვრე ქსელიც. ქუთაისის მერიის, კეთიმოწყობის სამსახურის უფროსის, ბექა ყურაშვილის განცხადებით, სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება. მისივე თქმით, ქუჩის რებილიტაციისთვის 103 000 ლარია გამოყოფილი. პარალელურად, დილიდან ქუჩის სრული რეაბილიტაციის სამუშაოები დაიწყო გ. ტაბიძის ქუჩაზე, რის გამოც გადაადგილება შეზღუდულია. სამუშაოებისთვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 1,077,306.69 ლარია გამოყოფილი. ავტომობილებისთვის გზა გადაიკეტა ჩეჩელაშვილის ქუჩის კვეთიდან, გრიშაშვილის ქუჩის კვეთამდე. მოძრაობა აღმაშენებლის გამზირიდან, ჩეჩელაშვილის ქუჩის გავლით, გრიშაშვილის და დუმბაძის ქუჩების მიმართულებითაა შესაძლებელი. სამუშაოებს შპს "ჯეო სერვისი" განახორციელებს.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com