ქვეითებისთვის საფრთხისშემცველი ტროტუარები ქუთაისში

23 მარტი, 2019 257


ქვეითებისთვის საფრთხისშემცველი ტროტუარები ქუთაისში

ქუთაისში ქვეითებს წლებია გადაადგილება მოუწესრიგებელ, ტროტუარზე ან კიდევ არარსებულ სავალ ნაწილზე უწევთ. ქუთაისში ქალაქის ცენტრალური ნაწილის გარდა არსებული ტროტუარების უმრავლესობა რეაბილიტაციას საჭიროებს. უნდა ითქვას ისიც, რომ ზოგიერთი ტროტუარი წყლის სისტემის რეაბილიტაციის დროს დაზიანდა , ნაწილი კი სავარაუდოდ უყურადღებობამ ან უხარიწსხოდ შესრულებულმა სამუშაოებმა დააზიანა. ფაქტი კი ერთია, რომ მოსახლეობას არსებული პრობლემა აშკარად აწუხებს, ზოგიერთი იმასაც კი ამბობს, რომ დაზიანებული ან არარსებული ტროტუარები სიცოცხლისთვის საშიშია. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ტროტუარებისა და ქუჩების ის სავალი ნაწილი რომელიც დაზიანებულია თანამედროვე ტიპის ქვაფენილებით ქალაქის მასშტაბით განახლდება. თუ რა პრინციპით უნდა შეირჩეს ქუჩები ჯერჯერობით უცნობია.скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: