ამბები




პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად მარიამ ჯაშისათვის მისაღებია


პარლამენტის შენობა საკონფერენციო დარბაზად მარიამ ჯაშისათვის მისაღებია

    განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატები - გენადი მარგველაშვილი და დიმიტრი მხეიძე, დეპუტატი გივი ჭიჭინაძე იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, დავით გორდელაძეს, ქუთაისის მერის მოადგილეებს - იუზა უგლავასა და ნინო თვალთვაძეს, საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორს, გია ქელბაქიანს შეხვდნენ.
   შეხვედრაზე სხვა საკითთხებთან ერთად,  საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წინადადების თაობაზეც ისაუბრეს, რომელიც პარლამენტის ქუთაისის საერთაშორისო ფორუმებისა და კონფერენციების ცენტრად გადაქცევას უკავშირდება. განიხილეს ამ თვალსაზრისით არსებული შესაძლებლობები. „აბსოლუტურად ვიზიარებ ქალბატონი სალომეს მოსაზრებას, რომ ქუთაისში, პარლამენტის შენობა გამოყენებული იქნას აღნიშნული შეხვედრებისთვის“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

  აღსანიშნავია, საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კვლავ მიაჩნია, რომ პალამენტის შენობაში პარლამენტმა უნდა იმუშაოს. 
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com