ამბები




თბილისში პეკინზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს


თბილისში პეკინზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია დააყაჩაღეს


თბილისში, პეკინის გამზირზე მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "გირო კრედიტი" დააყაჩაღეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებულნი. ისინი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ. კომენტარს არ აკეთებენ ორგანიზაციის წარმომადგენლებიც.
მიმდებარე ტერიტორიაზე დასაქმებულთა ინფორმაციით, გაიგეს გასროლის ხმაც. შეიარაღებულ თავადასხმელებს ნიღბები ეკეთათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ  მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
დანაშაული 6 დან 9 წლამდე პატიმრომრობას ითვალისწინებს. არსებული ინფორმაციით, ბოროტმოქმედებმა თანხის წაღება ვერ მოასწრეს. 
შს სამინისტრო არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ბრალდებულებმა ორგანიზაციიდან მძევლები აიყვანეს. 
ბოროტმოქმედებმა ტერიტორიის დატოვება შეძლეს.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com