დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა

18 მარტი, 2019 246


დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა

  დელფინის მოკვლისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმის გადახდა დაეკისრა
მიმდინარე წლის 10 მარტს, ბათუმის სანაპიროსთან ნაპოვნი იქნა მოკლული დელფინი. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვისკონვენციური სამმართველოსა და შსს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დადგინდა სამართალდამრღვევი - თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემის კაპიტანი. სამართალდამრღვევმა აღიარა ჩადენილი ქმედება. გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ დამნაშავის მიმართ სამართალდარღვევის ოქმი შედგა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსგადაწყვეტილებით, ჩადენილი დანაშაულისთვის სამართალდამრღვევს 40 900 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. თანხის გადახდის შემდეგ, გემი საქართველოს საზღვაო წყლებს დატოვებს.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: